ჩვენ ვასრულებთ, როგორც ბინის და სახლის რემონტს, ასევე ოფისების/კომერციული ფართების რემონტს.
საწყის ეტაპზე, ვათანხმებთ დამკვეთთან შესასრულებელ სამუშაოებს და პერიოდს, შემდგომ მზადდება განფასება, სადაც დეტალურად არის აღწერილი შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, შრომისა და მასალების თანხა. მომხმარებელთან ერთად, დეტალურად განვიხილავთ განფასებას და ამის შემდგომ ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს. ხორციელდება პროექტის მენეჯერის მიერ, მუდმივი კონტროლი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის კმაყოფილების მიზნით, პროექტის მენეჯერი, ასევე ეხმარება დამკვეთს ხარისხიანი მასალების შერჩევაში (როგორიც არის: კაფელ-მეტლახი, შპალერის ქაღალდი, და ა.შ.), რაც საბოლოო შედეგის ეფექტურობის გარანტია.
მაქსიმალური ხარისხის მისაღებად, საჭიროა კომპეტენტური პროექტის მენეჯერის მუდმივი ზედამხედველობა, სარემონტო სამუშაოების პროცესში გამოცდილ ხელოსნებთან ერთად. სასურველია მაღალ ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევა რაც დიდ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ, საკმაოდ ცნობილ და ხარისხიან ბრენდებს, როგორიც არის: Knauf-ის თაბაშირ-მუყაოს ფილა, ჰაიდელბერგის ცემენტი, Firat-ისა და ფონდიტალის მილგაყვანილობა და ა.შ. კომპეტენტური პროექტის მენეჯერის, ხარისხიანი მასალებისა და გამოცდილი ხელოსნების კომბინაციით, ჩვენ ვქმნით მაღალ ხარისხის.
სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, იდება ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი სამუშაოს ხანგრძლივობა, შესასრულებელი სამუშაოები და შესასრულებელი სამუშაოების ფასები. ჩვენთან შეთანხმებული გადასახადის თანხა, რემონტის პროცესში არ იზრდება.
თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების საფუძველზე (საბანკო გადარიცხვით). სარემონტო სამუშაოების, მთლიანი ღირებულების 20%-ს იხდის მომხმარებელი სამუშაოების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-3 დღეს და ყოველი მომდევნო გადახდა (20%-ის ოდენობით), ხორციელდება გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდგომ.
მთლიანი ღირებულების ბოლო 15%-ს მომხმარებელი იხდის, სარემონტო სამუშაოების სრულად დამთავრების შემდგომ.
სადემონტაჟო სამუშაოები;
შენება: აგურით; ბლოკით;
საიზოლაციო სამუშაოები;
ელექტროგაყვანილობა და ვენტილაცია;
წყალმომარაგება ;გათბობა და გაგრილება;
ლესვა: ფითხით, ქვიშა,ცემენტით, როტბანდით;
მოჭიმული იატაკი: თვითსწორებადი, სტანდარტული; სამალიარო სამუშაოები: ფითხით კედლის ზედაპირის მონტაჟი, შეღებვა, შპალერის გაკვრა;
კაფელ-მეტლახის სამუშაოები, მეტლახის მონტაჟი, მდფ-ის, პლასტმასისა და ხის პლინტუსის მონტაჟი; ლამინატისა და პარკეტის მონტაჟი, ციკლოვკა;
საბრიზგი სამუშაოები;
თაბაშირ-მუყაოს ფილების სამონტაჟო სამუშაოები: ჭერები, ტიხრები, ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი(ბარისოლი) ამსტრონგის ჭერის მონტაჟი, მეტალის, MDF-ისა და ხის კარებების მონტაჟი, მეტალის ნაკეთობების მონტაჟი და ღებვა, ვიტრაჟების მოწყობა, მეტალო-პლასტმასის სამონტაჟო სამუშაოები, სამშენებლო ნაგვის გატანა.